პროექტის შესახებ


ჯავახეთის-ქცია- ტაბაწყურის  აღკვეთილი  






 1995 წელს, ქცია-ტაბაწყურის სანაპიროზე, დაახლოებით 22000 ჰა ტერიტორია აღკვეთილად გადააქციეს. თუმცა, როგორც გვაჩვენა შემდგომ განვითარებული მოვლენები, ამ აღკვეთილზე სახელმწიფო კანონი მკაცრად არ მოქმედებდა.სახელმწიფოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა.  ეს იყო ადგილობრივი  მოსახლეობა, ვინც უკანონოდ იღენებდა ამ ტერიტორიებს.ისინი თავიანთ საქციელს ამართლებდნენ იმით, რომ ეს არის საძოვარ  ტერიტორია, რის გარეშეც სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. სინამდვილეშ, ადგილობრივი მოსახლეობა სულაც არ იღენებდა ეს ტერიტორიები საძოვრად, არამედ იჭარით  გადასცემდა კახეთიდან ჩამოსულ ხალხს.
   დღესდღეობით მოსახლეობა კიდევ მოსთხოვს ამ ტერიტორიებზე არსებული 

სტატუსის გაუქმება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტრომ პასუხი ჟერ არ გასცა.


           იხილეთ  ტექსტის წყარო  

                    იხილეთ ფოტოს წყარო             

   

 

              



 ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი







   შიდა ქართლის ტერიტორიაზე 1997 წლიდან დაარსდა 6388 ჰაი ტერიტორიის მქონე ნაკრძალი. მისი მიზანია დაიცვას, შეისწავლოს და გაამრავლოს  ამ ტერიტორიებზე გავრცელებული ძუძუმძოვრები, როგორიცაა შველი,  გარეული ღორი, დათვი, ფოცხევი და ა. შ.
ფოტოს წყარო


 მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი 






  1935 წელს დაარსებული მარიამჯვრის ნაკრძალი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, კერძოდ კომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე.  დაარსების მიზანი იყო რელიქტური სოსნოვსის  ფიჭვის შემონახვა.
    ნაკრძალის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული, სადაც ხარობს ჯაგრაცხილა, მუხა, წიფელი,თელა და სხვა. აქვე გვხვდება ფიჭვის  4 ფორმა - ქოლგისებური, კომპაქტური, ოვალური და პირამიდული.  


თუშეთის დაცული ტერიტორია







   ნახეთ ტექსტის წყარო

თუშეთი რომ კახეთის  ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, ყველას ეცოდინება, მაგრამ ამ საოცარ ადგილს აქვს დაარსებისა და განვითარების დიდი ისტორია, ასვე ლეგენდები მასთან დაკავშირებით.
       აქ  1980 წელს, შეიქმნება თუშეთის ნაკრძალი. 2003 წელს, ამ ტერიტორიას შეუერთდა  ახალი  ნაკრძალები. დღესდღეობით თუშეთის   დაცული ტერიტორია შედგება ეროვნული პარკისგან(ევროპის ყველაზე დიდი დაცული ერიტორია), პირიითა ალაზნის, გომეწრის, ალაზნისა და ჭანჭახოვნის  სოფლებისგან( დიკლისი, შენაქო, ქუმელაურთა და ა.  შ. თუშეთის დაცულ ლანდშაფტს  მიეკუთვნება ყველა ადგილობრივი სოფელი და მისი მიზანია დაიცვას თუშური  სოფლების იერსახე, ისე რომ გარემოსთვის ზიანის მიღენების გარეშე განვითარდეს ტურიზმი და ტრადიციული  სამეურნეუ დარგები.


    თუშეთი ცნობილია, როგორც საქართველოს მთიანი კურორტი, სადაც პოპულარულია ცოცხალ ბუნებაზე დაკვირვება, სათავგადასავლო ლაშქრობა, საცხენოსნო ტურები, სამთო ველი ტურები. აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს ადგილი დასახლებული იყო საკმაოდ დიდი ხნის წინ. ამას ადასტურებს ჩატარებული გათხრები,რის შედეგადაც აღმოაჩინეს არქეოლოგიური მასალები, რომლებიც მიეკუთვნება გვიანბრინგაოსა და ადრერკინის ხანას. ეს ნივთები ადასტურებს, რომ მეცხვარეობა და მსხვილფეხა მესაქონლეობა იყო სოფლის მეურნეობის შემადგენელი ნაწილი.

  ჯავახეთის ეროვნული პარკი  

  



ჯავახეთი საქართველოს ულამაზესი ადგილია. როცა ვახსენებთ ამ სახელს, იქვე გვახსენდება ჯავახეთის ტბები, საითკენაც მიფრინავენ  ევროპის გადამფრენი ფრინველები.
      ძუსტად ამ ადგილას, 2011 წელს დაარსდა  ჯავახეთის ეროვნული პარკი, რომლითაც აინტერესდა დაცული ტერიტორიების სააგენტომ და WWF-მა. სხვადასხვა დონორების დახმარებით მიაღწია იმ მიზნამდე, რომ აქ  საბოლოოდ ოფიციალურად  დაარსეს ეროვნული პარკი.
      დღსდღეობით ამ დაცულ ობიექტს უკვე შეუძლია დამთვალიერებლების, ექსკურსიანტების, ტურისტებისა და პროფესიონალური საქმიანი მიზნებით ჩამოსულ სპეციალისტების შსაფერისად  მიღება, იმდენად, რამდენადაც მას აქვს ვიზიტორთა ცენტრი, აღჭურვილობა, რამდენიმე საოჯახო სასტმრო, ასევე ჰყავს პროფესიონალი რეინჯერები.











კოლხეთის ეროვნული პარკი



2007 წლიდან კოლხეთის ეროვნულმა პარკმა განაცხადდა, როგორც დაცული ობიექტი და შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

         ნაკრძალის მიზანია, იშვიათი ფლორსა და ფაუნის დაცვა. მას აქვს ისტორიული და სამეცნიერო კვლევითი მნიშვნელობა. აქაურ ჭაობებსა და ტყეებში  გავრცელებულია მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო და ა. შ. ფლორა მდიდარია რელიქტური ბალახოვანი მცენარეებით. ცხოველებიდან  გავრცელებულია  შკელი, გარეული ღორი და სხვა.

 გარდაბნის აღკვეთილი მდებარეობს მარნეულისა და გარდაბნის საზღვარზე, თბილისიდან 39 კმ სიშორეზე, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს.  აღკვეთილად გამოცხადდა 1996 წელს და უკავია 3484 ჰაი ტერიტორია. იგი შეიქმნა არსებული ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების გადასარჩენად.
      აქ გავრცელებულია ჭალის მუხა, თელა, კუნელი და სხვა. ფაუნაში ცნობილია თევზების 21 სახეობა, რეფტილის 4 სახეობა, ფრინველის 135  სახეობა.
        აქ ჩატარებულა ბევრი  გათხრა, სადაც აღმოჩენილა ადრეული ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, სამარხები, ასევე ძეგლები, რომლებიც მიეკუთვნება ადრინდელი რკინის ეპოქას. აქვე ახლოს მდებარეობს ერთ-ერთი ცნობილი სამონასტრო კომპლექსი- დავით გარეჯი.



დაშბაშის კანიონი





  ეს კანიონი იზიდავს არაჩვეულებრივი ხედითა და რელიეფით. მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ ღარიბი ბუნებაა, შიგნითა და მის ციცაბო ერდობებზე გავრცელებული ფაუნა  განსაკუთრებულია.
    კანიონი მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშში, მდინარე ხრამის(ქცია)ხეობაში, 1100-1500 მეტრ სიმაღლეზე.



 ნახეთ ფოტოს წყარო


  ( ფოტოსურათები აღებულია გუგლის სივრციდან)        


No comments:

Post a Comment